ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმისას ბავშვებმა ავტობუსის დატოვება მოასწრეს. დაშავდა 10 წლის ბიჭი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
დარტყმის შედეგად დაშავებულია ასევე 21 წლის ორსული. ჰოსპიტალიზირებულია 40 წლის ქალი, რომლის მდგომარეობასაც ექიმები მძიმედ აფასებენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 3 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა თითქმის 300 დრონითა და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით.
ყოველდღიური ანგარიშის თანახმად, გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-М“ და 268 დამრტყმელი უპილოტო აპარატი.
უწყების განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 249 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
ფორუმი