CENTCOM-ის გვერდზე ვკითხულობთ:
„განცხადება: ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორი რაკეტა მოახვედრა აშშ-ის სამხედრო გემებს.
სიმართლე: აშშ-ის საზღვაო ძალების არცერთ გემს არაფერი მოხვედრია. აშშ-ის სამხედრო ძალები მხარს უჭერენ „თავისუფლების პროექტს“ და ახორციელებენ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას".
4 მაისს ირანულმა სააგენტო „ფარსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუნძულ ჯასკის მახლობლად ამერიკის სამხედრო გემს ორი რაკეტა მოხვდა, მას შემდეგ, რაც მან უგულებელყო ირანის გაფრთხილება.
ჰორმუზის სრუტეში გაჭედილი სავაჭრო გემების თავისუფალი ნავიგაციის აღდგენის განზრახვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა 3 მაისს გაავრცელა განცხადება. მოგვიანებით მისი ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა ცენტრალურმა სარდლობამ და "თავისუფლების პროექტის" (Project Freedom) მისიის დაწყების დროდ 4 მაისის დილა დაასახელა.
ამასთან, ხაზგასმული იყო, რომ აშშ შეინარჩუნებდა ირანის პორტების ბლოკადას.
თეირანმა, რომელმაც მასზე ისრაელისა და აშშ-ის იერიშების დაწყების შემდეგ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, დაიმუქრა, ინიციატივის განხორციელება წინასწარვე შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად.
ფორუმი