რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარში განიხილეს ორმხრივი ურთიერთობა და საერთაშორისო საკითხები - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 5 მაისს.
მოსკოვში საუბარს ახასიათებენ როგორც კონსტრუქციულს და საქმიანს.
ამერიკის მხარის კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
გასულ კვირაში, 29 აპრილს გავრცელდა ცნობა სატელეფონო საუბარზე აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ძალიან კარგი" უწონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ ამ საუბარს. ტრამპის თქმით, განიხილეს უკრაინა და ირანი. ამასთან, ტრამპი აღნიშნავდა, რომ პუტინს შესთავაზა უკრაინაში "მცირე ზავის" ამოქმედება.
შარშან პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე აცხადებს. აშშ შუამავლის ფუნქციით გამოვიდა მოლაპარაკებათა რაუნდებში, რომლებსაც ამ მომენტისთვის შედეგად არ მოჰყოლია ცეცხლის შეწყვეტა. გავრცელებული ცნობებით, მთავარ საკითხად ტერიტორია რჩება - რუსეთი კვლავ მოითხოვს კონტროლს მთელ დონეცკის ოლქზე, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ბოლო ჯერზე სამმხრივი მოლაპარაკება თებერვალში გაიმართა.
ფორუმი