სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში არ გაემგზავრება გამარჯვების დღის აღლუმზე დასასწრებად. News.am-ის ცნობით, მან 1 აპრილს რუსეთში ვიზიტის დროს უკვე აცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ არ დაესწრება 9 მაისის ღონისძიებას, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა ხუთშაბათს, 7 მაისს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთის პრემიერმა დაასახელა სომხეთის ეროვნული კრების არჩევნების საარჩევნო კამპანიაში პირადი მონაწილეობის აუცილებლობა. არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მათი შედეგების მიხედვით განისაზღვრება.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, წელს 9 მაისის აღლუმს, რომელიც 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდება სამხედრო ტექნიკის გარეშე, „რამდენიმე უცხოელი ლიდერი“ დაესწრება. კრემლს ჯერ არ გამოუცხადებია იმ პირთა სრული სია, რომლებიც მოსკოვში ჩასვლას დასთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს გამოხადდება, როცა „დღესასწაული მოახლოვდება“.
ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მალაიზიის პრეზიდენტის, სულთან იბრაჰიმის გარდა, რუსეთის დედაქალაქში 9 მაისს ჩავა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცოც. თუმცა, მანამდე მან განაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღლუმს არ დაესწრება და პუტინთან პირადი შეხვედრითა და კრემლის კედელთან მემორიალთან ყვავილების დადების ცერემონიით შემოიფარგლება.
ფორუმი