Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ისრაელის ფირმა უკრაინის ზეწოლას დაჰყვა სადავო მარცვლეულთან დაკავშირებით

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთმა 8 მაისს ისრაელის ხელისუფლება დაადანაშაულა უკრაინის ზეწოლის გამო დათმობაში - გასულ თვეში მარცვლეულით დატვირთული გემი ისრაელის პორტში არ შეუშვეს.

უკრაინა აცხადებს, რომ სადავო მარცვლეული რუსეთმა მოიპარა უკრაინის რეგიონებიდან, რომლებიც მოსკოვის ძალებმა ომის დროს დაიკავეს.

განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება და მას „აბსურდული და დაუსაბუთებელი“ უწოდა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ გმობს ისრაელის იმპორტიორი კომპანიის გადაწყვეტილებას, არ დაუშვას მარცვლეულის გადმოტვირთვა ჰაიფის ნავსადგურში.

მოსკოვმა "სინანული გამოთქვა ამ ნაბიჯის გამო, რომელიც აშკარად კიევის ზეწოლის ქვეშ გადაიდგა“, - ნათქვამია განცხადებაში. - „ეს ეწინააღმდეგება ისრაელის ხელისუფლების მიერ რუსეთ-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების შესახებ გაცხადებულ ვალდებულებას და საფრთხეს უქმნის ისრაელის სასურსათო უსაფრთხოებას.“

უკრაინამ მაშინ განაცხადა, რომ ტვირთის არშეშვება მისასალმებელი იყო, რაც მისი სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებების ეფექტურობას ადასტურებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG