Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრს დაარტყა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 8 მაისს განაცხადა, რომ უკრაინამ დონის როსტოვში დაარტყა საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრს.
Reuters-ის სააგენტო იუწყება, რომ რუსეთის პრეზიენტმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ დარტყმას შეიძლებოდა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე გავლენა მოეხდინა.
მან დასძინა, რომ პოტენციური საფრთხიტს მიუხედავად, ტრაგიკული ინციდენტები არ მომხდარა.

რუსეთმა და უკრაინამ 8 მაისს, როცა ევროპაში ნაციზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ, ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევაში, რომლებიც ორივემ ცალ-ცალკე გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა 8 მაისს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ზავი ცხადდება 9, 10 და თერთმეტ მაისისთვის.

რუსეთში ბერლინში საბჭოთა დროშის აღმართვის დღეს - გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. აღლუმზე მოსკოვში უკრაინის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო, ამჯერად, სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG