Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი შეფასებით, უკრაინის ომში 2025 წლის ბოლომდე დაიღუპა რუსეთის 352 ათასამდე სამხედრო

სამხედროების საფლავები რუსეთში, საილუსტრაციო ფოტო
სამხედროების საფლავები რუსეთში, საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში დაღუპული რუსების რიცხვმა 2025 წლის ბოლოს მიაღწია 352 ათას ადამიანს. ამ მონაცემს ერთობლივი გამოძიების ფორმით აქვეყნებენ გამოცემები "მედუზა" და "მედიაზონა".

გამოცემები ეყრდნობიან დაღუპულთა სიებს, რომლებსაც "მედიაზონა" ბიბისის რუსულ სამსახურთან და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ადგენს, ასევე რუსეთის მემკვიდრეობათა საქმეების რეესტრის მონაცემებს.

გამოკვლევის ავტორები ერთმანეთს ადარებენ დაღუპული მეომრების სიას და მემკვიდრეობის საქმეთა რეესტრს, და ამ გზით გამოითვლიან რეესტრში მოხვედრის ალბათობას ომში დაღუპულთა ყველა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფისთვის. შემდეგ, ამ კოეფიციენტიდან გამომდინარე ჟურნალისტები მემკვიდრეობის საქმეებს "თარგმნიან" დანაკარგების რეალურ მონაცემად.

352 ათასი დაღუპულის მონაცემი მოიცავს 261 ათას "ჩვეულებრივ" დაღუპულს და 90 ათას პირს იმ ჯგუფიდან, რომლებიც სასამართლომ გამოაცხადა დაღუპულად ან დაკარგულად, ან ვისი სიკვდილიც რეგისტრაციაში 180 დღის დაგვიანებით სხვა მიზეზით გაატარეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ არ დაუთვლიათ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი სხვა სახელმწიფოების დაღუპული მოქალაქეების მონაცემები.

რუსეთი ოფიციალურად არ ასაჯაროებს უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG