Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამზატ ჩიმაევმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაკარგა 

ჰამზატ ჩიმაევი.
ჰამზატ ჩიმაევი.

10 მაისს გამთენიისას გამართულ ორთაბრძოლაში ჰამზათ ჩიმაევი დამარცხდა შონ სტრიკლენდთან, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჰამზატ ჩიმაევმა UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონობის დაცვა ვერ შეძლო და ტურნირ UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში, რომელიც ნიუარკში გაიმართა, ამერიკელ შონ სტრიკლენდთან დამარცხდა.

მებრძოლებმა სრული ხუთი რაუნდი ჩაატარეს. მსაჯებმა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად სტრიკლენდი გამოაცხადეს. ერთმა არბიტრმა უპირატესობა ჩიმაევს მიანიჭა (48:47), ხოლო დანარჩენმა ორმა კი - სტრიკლენდს (48:47, 48:47).

ჩიმაევმა MMA-ში პირველი მარცხი განიცადა 15 ზედიზედ გამარჯვების შემდეგ. სტრიკლენდის ანგარიშზე კი ახლა 31 გამარჯვება და 7 მარცხია. ამერიკელმა დაიბრუნა ჩემპიონის ტიტული, რომელსაც 2023–2024 წლებში ფლობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG