ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით, გადაცემის "ღია სივრცე" დასრულების შემდეგ, მას თავს დაესხა გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი გიორგი მარგებაძე, რის შედეგადაც სახეზე დაზიანებები მიიღო.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!“ – დაწერა მთივლიშვილმა „ფეისბუკზე“
როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძემ, რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს, ბრალდებას სოციალურ ქსელში უპასუხა.
„დასრულდა ეთერი; გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე – დაგასწარი. ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესები ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!", - დაწერა გიორგი მარგებაძემ ფეისბუკზე.
ფორუმი