Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკოსები იტყობინებიან, რომ ღაზაში ისრაელის დარტყმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა - ზავზე მყიფე შეთანხმება ძალაშია

იძულებით გადაადგილებულების კარვების ბანაკი ქალაქ ღაზაში, ჰასაინას განადგურებულ მეჩეთთან. 26 მარი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
იძულებით გადაადგილებულების კარვების ბანაკი ქალაქ ღაზაში, ჰასაინას განადგურებულ მეჩეთთან. 26 მარი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

10 მაისს პალესტინელთა ტერიტორაზე, ღაზაში, ისრაელის დარტყმების შედეგად სულ მცირე სამი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის ორი წევრი, იმოწმებს Reuters-ის სააგენტო ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს.

ძალადობა აჩვენებს აშშ-ს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სიმყიფეს.
ღაზის პოლიციას მართავს ჰამასი, აშშ-ი და ევროკავშირში ტერორისტულად გამოცხადებული დაჯგუფება.

მედიკოსების თქმით, საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზის სექტორში მდებარე მაგაზის ლტოლვილთა ბანაკში ერთი ადამიანი დაიღუპა. ღაზის შინაგან საქმეთა უწყების ცნობით, ხან იუნისში დარტყმას ემსხვერპლანენ კრიმინალური პოლიციის უფროსი, უესამ აბდელ-ჰადი და მისი თანაშემწე.

Reuters-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები ღაზაში ჰამასის პოლიციის ძალებზე, რომლებსაც დაჯგუფება იყენებს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მმართველობის აღსადგენად.

ისრაელის სამხედროებს არცერთ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2025 წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ღაზაში ძალადობა კვლავ გრძელდება და ისრაელი თითქმის ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს.
ადგილობრივი მედიკოსების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლიდან სულ მცირე 850 პალესტინელი დაიღუპა, ისრაელი კი აცხადებს, რომ იმავე პერიოდში მებრძოლებმა მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს.


ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.


ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყებიდან 72 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG