Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვზე დრონებით თავდასხმა მოხდა. არიან დაშავებულები

ხარკოვზე თავდასხმის შედეგები, უკრაინა, 2026 წლის 10 მაისი
ხარკოვზე თავდასხმის შედეგები, უკრაინა, 2026 წლის 10 მაისი

9 მაისის საღამოს რუსმა ჯარებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონზე დრონებით იერიში განახორციელეს, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ სინეჰუბოვმა.

დრონი ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობის ტექნიკურ სართულს შეეჯახა, ლიფტის შახტი დააზიანა და დაახლოებით 30 ფანჯარა ჩაამსხვრია. ხუთი ადამიანი დაშავდა.


გარდა ამისა, თავდასხმის ობიექტი გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი რაიონი - ნიკოპოლსკი და სინელნიკოვსკი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაშავდა სამი წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ განჟამ.

დონეცკის ოლქში, ქალაქ დრუჟკოვკაში, დრონის დარტყმამ ცხრასართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია, ხოლო კრამატორსკში ორ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის საცავ ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, იტყობინება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური კვირა დილით. ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად დაიწვა ორი ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი.


უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შუაღამიდან დილის 8 საათამდე, რუსულმა ძალებმა უკრაინას 27 დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ 27-ვე დრონი ჩამოაგდეს და დარტყმები ვერ განხორციელდა.
8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული იქნა. კიევმა და მოსკოვმა შემდგომში დაადასტურეს შეთანხმება. ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 9, 10 და 11 მაისს გაგრძელდება და მოიცავს როგორც საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ასევე 1000 ტყვეს 1000-ზე გაცვლას. ტრამპმა დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მან მოითხოვა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები დათანხმდნენ.

მანამდე, რუსეთმა ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის
შეწყვეტა 8 და 9 მაისს და აღლუმის ჩაშლის შემთხვევაში, უკრაინას კიევის ცენტრზე მასშტაბური დარტყმით დაემუქრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან სთავაზობდა, მაგრამ რუსეთმა ის მაშინვე დაარღვია, მათ შორის უკრაინის ქალაქებზე დარტყმებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 10 მაისის დილის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოცხადებული სამდღიანი ზავის ფონზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 147 საბრძოლო შეტაკება
დაფიქსირდა."



ფორუმი

XS
SM
MD
LG