ინფორმაციის თანახმად, სამხედრო მეთაურმა მისგან „სამხედრო ოპერაციების გაგრძელებისა და მოწინააღმდეგეებთან მტკიცე დაპირისპირებისთვის ახალი სახელმძღვანელო ზომები“ მიიღო.
Fars-ის ცნობით, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ, ხამენეის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. იმის შესახებ, თუ როდის შედგა შეხვედრა, ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Reuters-ს მოჰყავს ცენტრალური შტაბის მეთაურის სიტყვები: „შეიარაღებული ძალები მზად არიან, წინ აღუდგნენ ამერიკულ-სიონისტური (ისრაელი) მტრების ნებისმიერ ქმედებას. მტრის ნებისმიერი შეცდომის შემთხვევაში, ირანის პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და გადამწყვეტი.“
არ არის ცნობილი ირანის მმართველობაში არსებული ვითარების შესახებ. უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ერთ-ერთი დაბომბვის დროს სერიოზულად დაშავდა.
ფორუმი