გერმანული სააგენტო dpa წერს, რომ პისტორიუსი კიევში განიხილავს იარაღის წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს.
- 2026 წლის აპრილში, ბერლინში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას უკრაინამ და გერმანიამ გააფორმეს შეთანხმებები სტრატეგიული პარტნიორობის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
- გერმანია განაგრძობს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას. ახალი პაკეტი, რომელსაც გერმანია 4 მილიარდი ევროთი დააფინანსებს, მოიცავს დრონების ერთობლივ წარმოებასაც.
განახლება: კიევში უკრაინის პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინელ კოლეგა მიხაილო ფედოროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუშაობენ სხვადასხვა, განსაკურებით შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების გაფართოებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ თავდაცვის სფეროში ექვსი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გაწეული 28,6 მილიარდ ევროზე მეტი დახმარებისთვის.
ფორუმი