Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრების, მერებისა და გუბერნატორების მოადგილეებს „სტიმულირებისთვის“ ფინანსურ ჯილდოს მისცემენ

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

„ქართული ოცნების“ მთავრობა პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეეძლებათ. 

შეიცვლება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლი, რომელშიც ახლა წერია: „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს სახელფასო დანამატი არ ეძლევათ“.

ვის შეეძლება ფულადი ჯილდოს მიღება?

  • მინისტრის მოადგილეს;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრების მოადგილეებს;
  • სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს;
  • მერის მოადგილეს.

რა შემთხვევაში წაახალისებენ მაღალჩინოსანს?

კანონპროექტის მიხედვით, მინისტრს, მერსა და გუბერნატორს მოადგილის წახალისება შეეძლება, თუკი დაქვემდებარებული პირი შეასრულებს:

  • ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციებს;
  • მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის.
  • დანამატი შეიძლება გაიცეს მხოლოდ ზემდგომის გადაწყვეტილებით.

რამდენი შეიძლება იყოს დანამატი?

  • სახელფასო დანამატის წესებს ადგენს "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:
  • დანამატი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვის ხელფასს;
  • წლის განმავლობაში ჯამში შეიძლება გაიცეს წლიური ხელფასის 20%.

კანონპროექტი დაჩქარებული სახით არ განიხილება, თუმცა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG