Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, ნიგერიაში მოკლულია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი

საილუსტრაციო ფოტო: ნიგერიის არმიის ჯარისკაცები. იელვატა, 16 ივნისი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: ნიგერიის არმიის ჯარისკაცები. იელვატა, 16 ივნისი, 2025.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ნიგერიის ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბილალ ალ-მაინუკი.

ტრამპის თქმით, ალ-მაინუკი იყო „მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი“ და „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური იერარქიის მეორე უმაღლესი რანგის წევრი. ტერორისტს „ეგონა, რომ აფრიკაში გაქცევა შეძლებდა“, მაგრამ აშშ-ის სპეცსამსახურები მის საქმიანობას აკონტროლებდნენ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, სად ან როდის ჩატარდა ოპერაცია, მაგრამ თქვა, რომ ალ-მაინუკის ლიკვიდაციის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობა „მნიშვნელოვნად შესუსტდა“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიგერიის მთავრობას თანამშრომლობისთვის.

აშშ-მა ალ-მაინუკის წინააღმდეგ 2023 წელს დააწესა სანქციები. ნიგერიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები, მათ შორის „ბოკო ჰარამი“. 2025 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ისლამისტური სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები დაიწყო და მოგვიანებით რეგიონში დრონები და დაახლოებით 200 ჯარისკაცი გაგზავნა ნიგერიის არმიის მხარდასაჭერად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG