Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქს შეუტიეს

მოსკოვზე უკრაინის დრონებით იერიშის დროს დაზიანებული შენობა. 17 მაისი, 2026 წელი
მოსკოვზე უკრაინის დრონებით იერიშის დროს დაზიანებული შენობა. 17 მაისი, 2026 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მაისს განაცხადა, რომ უკრაინულმა დრონებმა რუსეთის მოსკოვის ოლქს შეუტიეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა 17 მაისის ღამეს უკრაინული დრონების მიერ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე განხორციელებულ დარტყმებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რაც დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტოებითა და ვიდეოებით, დარტყმები ენერგეტიკულ და სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ობიექტზე განხორციელდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. ბოლო ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქე. ჩვიდმეტი ადამიანი დაშავდა.

„ჩვენი რეაქციები რუსეთის მიერ ომის გახანგრძლივებასა და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე მის თავდასხმებზე სრულიად გამართლებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ X-ში.

„უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი 500 კილომეტრზე მეტია. რუსეთის საჰაერო თავდაცვის კონცენტრაცია მოსკოვის რეგიონში ყველაზე მაღალია. მაგრამ ჩვენ მათ გადავლახავთ” თქვა ზელენსკიმ და მიმართა რუსეთის მოქალაქეებს, „...ჩვენ ცხადად ვეუბნებით რუსებს: მათმა სახელმწიფომ ომი უნდა დაასრულოს“.

17 მაისს, ხელისუფლების ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ დრონებით ფართო იერიში განხორციელდა, ასობით უკრანულმა დრონმა იერიში მიიტანა მოსკოვის და სხვა რეგიონებზე.


„ქალი დაიღუპა კერძო სახლზე უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახების შედეგად. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოქცეული“, - დაწერა მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram-ზე და დასძინა, რომ დილით ადრე მომხდარმა თავდასხმამ ასევე ორი მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა.

„დილის 3 საათიდან საჰაერო თავდაცვის ძალები დედაქალაქის რეგიონზე მასშტაბური უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმას იგერიებენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ ოთხი ადამიანი დაიჭრა და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მაისს პირობა დადო, რომ კიდევ უფრო მეტ საპასუხო დარტყმას განახორციელებდა, კიევზე რუსეთის თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, რომლის დროსაც 24 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG