Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ კვირას ტრამპს დაელაპარაკება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კვირას, 17 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დალაპარაკებას გეგმავს.
Reuters-ის ცნობით, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღებას ელოდა და რომ ირანის საკითხსაც განიხილავდა.


The New York Times-ი ამერიკელი და ახლო აღმოსავლელი ოფიციალური წრეებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ
და ისრაელი ინტენსიურად ემზადებიან ირანის წინააღმდეგ ომის შესაძლო განახლებისთვის. გაზეთის ცნობით, ტრამპის უახლოესმა თანაშემწეებმა მოამზადეს გეგმები ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს კონფლიქტის ჩიხიდან გამოსვლას ესკალაციის გზით.
ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოგვარების ირანის მიერ შემოთავაზებული ბოლო წინადადება მას ხელს არ აძლევს. „ან გარიგებას მიაღწევენ, ან დამარცხდებიან“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თეირანმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა „უპასუხოს ნებისმიერ აგრესიას“. ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ღალიბაფმა დაწერა, რომ ირანი „მზადაა ყველა ვარიანტისთვის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG