Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ირანი გააფრთხილა: „…დრო იწურება”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ „მათგან არაფერი დარჩება“, თუ თეირანი სწრაფად არ დათანხმდება აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებას.

ვაშინგტონი, რომელიც თეირანთან სამხედრო კონფლიქტში მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის ძალებმა 28 თებერვლიდან ისლამურ რესპუბლიკაზე მასშტაბური დარტყმები დაიწყეს, ცდილობს ჩიხიდან გამოსვლას და რაიმე წინსვლის მიღწევას ომის დასრულების საქმეში - ომისა, რომელმაც შეარყია ახლო აღმოსავლეთი და ენერგორესურსების ფასების ზრდა გამოიწვია.

„ირანისთვის დრო იწურება და მათ ჯობია იმოქმედონ, სწრაფად: თორემ მათგან არაფერი დარჩება“, - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social-ის პლატფორმაზე.

ირანმა მასზე იერიშის საპასუხოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტა, რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 20 პროცენტი გადაჰქონდათ. ამას მოჰყვა საწვავის გაძვირება მთელ მსოფლიოში.

ვაშინგტონი და თეირანი პაკისტანის შუამავლობით 8 აპრილს ზავზე შეთანხმდნენ, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. აშშ-მა ბლოკადა დაუწესა ირანის ნავსადგურებს.

კვირას ირანულმა მედიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რაიმე კონკრეტულ დათმობებზე არ წასულა თავის ბოლო პასუხში ირანის მიერ ომის დასრულების მიზნით შეთავაზებულ საკითხებში.


საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, ვაშინგტონმა წარადგინა ხუთპუნქტიანი ჩამონათვალი, რომელშიც შედიოდა მოთხოვნა ირანის მიმართ, შეენარჩუნებინა მხოლოდ ერთი ბირთვული ობიექტი და თავისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი შეერთებული შტატებისთვის გადაეცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG