Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ხურვალეთში გარდაიცვალა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი

ვალია ვანიშვილი. ფოტო გადაღებულია 2021 წელს.
ვალია ვანიშვილი. ფოტო გადაღებულია 2021 წელს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან გამყოფ ხაზთან, სოფელ ხურვალეთში, - რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, - გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, ვალია ვანიშვილი.

მისი გარდაცვალება რადიო თავისუფლებას 19 მაისს დაუდასტურა გორის მერის წარმომადგენელმა, როინ ადიკაშვილმა.

ადიკაშვილის თქმით, იცის მხოლოდ ის, რომ ღრმად მოხუცებული ვანიშვილი გარდაიცვალა ორშაბათს, 2026 წლის 18 მაისს საკუთარ სახლში, სოფელ ხურვალეთში.

მისი მეუღლე, დათა ვანიშვილი, 2021 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისინი წლების განმავლობაში მარტონი ცხოვრობდნენ მავთულხლართებს მიღმა.

ვანიშვილებმა საკუთარი სახლი არ მიატოვეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2011 წელს მავთულხლართების გავლების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულები აღმოჩნდნენ.

დათა ვანიშვილი. ფოტო გადაღებულია 2018 წლის 18 ივნისს
დათა ვანიშვილი. ფოტო გადაღებულია 2018 წლის 18 ივნისს
  • დათა ვანიშვილი ოკუპაციის შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაყვეს;
  • სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
  • მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებსა და მიტაცებულ ტერიტორიებს.
  • მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი არ დაუტოვებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG