Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საზღვრის უკანონო კვეთის" ბრალდებით ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საილუსტაციო ფოტო
საილუსტაციო ფოტო

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქეს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯერს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურა იტყობინება, საქართველოს მოქალაქე გიორგი ცატავამ "უკანონოდ გადაკვეთა საზღავრი მდინარე ენგურთან" 2025 წლის აგვისტოში, მას გამამტყუნებელი განაჩენი 19 მაისს გამოუტანეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე გიორგი ბადრიევიჩ ცატავამ უკანონოდ გადაკვეთა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი საქართველოს რესპუბლიკიდან მდინარე ენგურზე... 2026 წლის 15 აპრილს იგი დააკავეს გალის რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა და იმავე დღეს გადაიყვანეს გალის რაიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორში", - ნათქვამია ე.წ პროკურატუსრი მიერ გავრცეებული განცხადებაში.

რადიო თავისუფლება მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალების გარკვევას ცდილობს.

ინფორმირებულია, თუ არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდართან დაკავშირებით და რა ღონისძიებს მიმართს უწყება, ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ უწყებას მიმართა. პასუხი, მისი მიღების შემთვევაში აისახება მასალაში.

სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით


  • 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ,
  • ოკუპირებული აფხაზეთში კი - 40.
  • 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იყო, მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG