Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის მორიგ საჰაერო შეტევას

21 მაისს რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამიზნე ისევ იყო უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი დნიპრო
21 მაისს რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამიზნე ისევ იყო უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი დნიპრო

რუსეთის ჯარებმა 20-დან 21 მაისის ღამით და დილით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გამოყენებული იყო ერთი ბალისტიკური რაკეტაც.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დრონით დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა. ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ჩერნიგოვის ოლქში. ოთხი ადამიანი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციების ცნობით, დაზიანებულია სახლები და საწარმოები. 21 მაისს დილით რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ქალაქ სუმისაც, სადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიჭრა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 116 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით და ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“. დილის 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო 109 რუსული დრონის მოგერიება და რაკეტით და 5 დრონით პირდაპირი დარტყმა ხუთ ადგილზე.





ფორუმი

XS
SM
MD
LG