Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სამხედრო მეთაური მოლაპარაკებებისთვის თეირანში ჩავიდა, აცხადებს არმია

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი და პაყისტანის არმიის მეთაური, ფელდმარშალი, ასიმ მუნირი. თეირანი. 13 მაისი, 2026 წელი
ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი და პაყისტანის არმიის მეთაური, ფელდმარშალი, ასიმ მუნირი. თეირანი. 13 მაისი, 2026 წელი

პაკისტანის სამხედრო მეთაური ასიმ მუნირი ირანის დედაქალაქში - თეირანში ჩავიდა აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე შუამავლობის ფარგლებში, განაცხადა პაკისტანის სამხედრო ძალებმა 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
მიზანი პაკისტანის შუამავლობისა აშშ-სა და ირანს შორის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის დასრულებაა. ამ ეტაპზე მოქმედებს დროებითი ზავი, რომელიც ისლამაბადის დიპლომატიური შუამავლობით დაიდო.


ახლახან თეირანში იმყოფებოდა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრიც.
ასევე 22 მაისს, თეირანში, ამავე მისიით, ჩავიდა დელეგაცია კატარიდან აშშ-თან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ირანთან ომის დასრულებისა და გადაუჭრელი საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების მიღწევას, განუცხადა Reuters-ს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG