2025 წლის აპრილში, ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს, უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა ქვეყნის გასვლას ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციიდან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა, ღაზაში სავარაუდო ომის დანაშაულების ბრალდებით. შესაბამისად, ყველა ქვეყანა, რომელიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, ვალდებულია ის დააკავოს.
უნგრეთმა უარი განაცხადა ნეთანიაჰუს დაკავებაზე.
მადიარმა ჯერ კიდევ აპრილში უთხრა ჟურნალისტებს, რომ უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრად დარჩება. ასევე აპრილში, არჩევნებში გამარჯვებულმა ახალმა პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სატელეფონო საუბრისას, უნგრეთში მიიწვია - 1956 წლის რევოლუციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად.
ჟურნალისტებთან მადიარმა განაცხადა, რომ მას ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის არ დაუმალავს, რომ უნგრეთი სასამართლოს წევრად დარჩება; ხოლო, შემოდგომისთვის, რევოლუციის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად უნგრეთში მიიწვია ყველა ლიდერი, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ესაუბრა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პეტერ მადიარი ასევე ავრცელებს ცნობას უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ.
თავდაპირველად 2023 წელს დაწესებულმა აკრძალვამ ძალა დაკარგა 2026 წლის 14 მაისს, როგორც იუწყებიან - მთავრობის შეცდომის გამო. Euractiv-ის თანახმად, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეცდომის დაშვებაში ორბანის მთავრობა დაადანაშაულა. უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას უნგრეთის ხელისუფლება ადგილობრივი ფერმერების დაცვით ხსნის.
აკრძალვა მოიცავს დაახლოებით 20 კატეგორიის პროდუქტს, მათ შორის: საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცს, კვერცხს, მზესუმზირას თესლს, სიმინდს, ხორბალს, ქერს, ფქვილსა და რაფსის ზეთს. ვარაუდობენ, რომ ამ სიას თაფლიც დაემატება.
მსგავსი აკრძალვა დაწესებული აქვთ პოლონეთს, ბულგარეთსა და სლოვაკეთს. სხვადასხვა დროს, ფერმერები მწვავე უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
- უნგრეთში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია „ფიდესის" მმართველობა დაასრულა 2026 წლის 12 აპრილს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგად უმრავლესობა მოიპოვა პარტია „ტისამ" პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.
ფორუმი