„ჟურნალისტებმა ლიუშენიუს ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების ადგილიდან შეიტყვეს... რომ ავარიის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაკარგულად ითვლება“, - იუწყება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV.
ჩინეთის შანსის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში გაზის აფეთქება 22 მისს, პარასკევის საღამოს მოხდა, რა დროსაც მიწის ქვეშ 247 ადამიანი იმყოფებოდა.
სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ნანგრევებში ცხრა ადამიანი რჩება. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა მოუწოდა, რომ ყველა ძალისხმევა იქნეს მიმართული დაზარალებულთა დასახმარებლად და გადარჩენილების მოსაძებნად.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მხუთავი გაზის (ნახშირჟანგის) დონემ „დასაშვებ ნორმას გადააჭარბა“ მაღაროში, რომლის ხელმძღვანელები უკვე დააკავეს.
მაღაროს კომპანია Tongzhou Group-ი მართავს.
ფორუმი