23 მაისს ამის შესახებ გამოაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო აღშფოთების ამსახველი რეაქციაა.
„დღეიდან იტამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება“, - დაწერა ბარომ X-ზე.
„ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ვთხოვ ევროკავშირს, რომ იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს“, - დასძინა მან.
ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ისრაელის ულტრამემარჯვენე მინისტრს ასევე პოლონეთმა, რის შესახებაც საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე გაავრცელა ცნობა.
ისრაელის ულტრამემარჯვენე მინისტრმა 20 მაისს X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ღაზის სექტორში მიმავალი საერთაშორისო ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავებული აქტივისტები, რომლებსაც ხელები შეკრული აქვთ და შუბლით მიწაზე არიან დამხობილი.
იტამარ ბენ-გვირმა ვიდეო მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ისრაელის ძალებმა ზღვაში ფლოტილიის გემები გააჩერეს და ასობით უცხოელი აქტივისტის დაკავება დაიწყეს აშდოდის ნავსადგურში.
ვიდეომ საერთაშორისო აჟიოტაჟი გამოიწვია, თავად ბენ გვირი კი გააკრიტიკეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა
გიდეონ საარმა.
ჰუმანიტარული აქციის მონაწილეებმა გავრცელეს ინფორმაცია აქტივისტების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ. ისრაელმა ბრალდებები უარყო.
ფორუმი