Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი მასიური სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა

კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შემდეგ. 15 მაისი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოიტო)
კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შემდეგ. 15 მაისი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოიტო)

24 მაისის დილის საათებში კიევზე „ ბალისტიკური რაკეტებით მასობრივი თავდასხმა“ განხორციელდა, განაცხადა სამხედრო ხელისუფლებამ. სააგენტო AFP-ის ჟურნალისტებმა ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს. უკრაინამ ადრე გაფრთხილება გაავრცელა, რომ რუსეთის მასშტაბურ თავდასხმას ელოდა.

„დედაქალაქი მასობრივი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის ობიექტი გახდა. შესაძლებელია ახალი შეტევა. დარჩით თავშესაფრებში!“ - დაწერა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ Telegram-ზე.

უკრაინის დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებიდან იუწყებიან სულ მცირე ათი ძლიერი აფეთქების შესახებ, იტყობინება "უკრაინსკაია პრავდა".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტებით დარტყმას ამზადებს. ზელენსკის განცხადება ეყრდნობოდა უკრაინის, აშშ-სა და ევროპის დაზვერვის მონაცემებს.

ერთი დღით ადრე, 22 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლუგანსკის ოლქში სტარობელსკში კოლეჯსა და საერთო საცხოვრებელზე უკრაინის ძალების თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა და თავდაცვის სამინისტროს დაავალა, დარტყმაზე საპასუხო წინადადების მომზადება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG