Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში იპოვეს მდინარეში გადავარდნილი რუსეთის მოქალაქის ცხედარი

ქალის ცხედარს 21 მაისის შემდეგ ეძებდნენ.
ქალის ცხედარს 21 მაისის შემდეგ ეძებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იპოვეს მდინარეში გადავარდნილი რუსეთის მოქალაქის, ანა ტიცის ცხედარი. ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საინფორმაციო კომიტეტის გამოცემა „რესი“.

ქალი ოკუპირებულ ცხინვალში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩავიდა, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში დაწყებულ ომს) მონაწილეთა შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციას მართავდნენ.

ჯავის რაიონში სოფელ ძღუბირის მდინარეში ქალი 21 მაისს გადავარდა. მაშველები ცხედარს მას შემდეგ ეძებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 35 კილომეტრში იპოვეს.

სამძებრო-სამაშველო საქმიანობაში თავდაპირველად 60 ადამიანი იყო ჩართული, ბოლოს მათი რიცხვი 200-მდე გაიზარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG