Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს

თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო დროშა
თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო დროშა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

  • 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. საბჭომ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

დღეს, 26 მაისს 17:10 საათზე, იმ დროს, როცა 108 წლის წინ ეროვნული საბჭოს სხდომის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად ფიცს დადებენ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები. ცერემონია თბილისის თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 12 ადგილას გაიმართება.

მოქალაქეებს თბილისსა და კიდევ ოც ქალაქში ექნებათ სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა.

26 მაისს საღამოს თბილისში გაიმართება ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების" მმართველობის წინააღმდეგ.



ფორუმი

XS
SM
MD
LG