ერთი მხარეს იყო მუსიკა, საქართველოს დროშები და დამოუკიდებლობის ზეიმი. მეორე მხარეს - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც შვილებისთვის სიცოცხლისთვის საჭირო წამალს ითხოვდნენ.
სანამ თბილისის მთავარ გამზირზე 26 მაისს აღნიშნავდნენ, დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები ცდილობდნენ მათთვის ხმა მიეწვდინათ - ღონისძიებაზე შესულიყვნენ, ბანერი გაეშალათ და ეთქვათ, რომ მათი შვილებისთვის დრო იწურება, რომ მათ ძალიან სჭირდებათ წამალი.
26 მაისს ისინი ხალხამდე პოლიციამ არ მიუშვა.
რუსთაველზე, თავისუფლებასა და ორბელიანის მოედანზე ხალხი დამოუკიდებლობის დღეს მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდა. დამოუკიდებლობის დღემ საყვირების ხმაურის, მუსიკის, სპორტული გასართობების, გამოფენილი ჯავშანტექნიკის თვალიერების და ფოტოების გადაღების ფონზე ჩაიარა. მშობლებმა ამჯერად ვერ შეძლეს ხალხისთვის ხმის მიწვდენა.
დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში
ფორუმი