Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: ბაბიშის მოსვლის შემდეგ განახევრდა კიევისთვის ჭურვების მიწოდების ჩეხურ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების რიცხვი

ანდრეი ბაბიში. პრაღა, 3 ოქტომბერი, 2025.
ანდრეი ბაბიში. პრაღა, 3 ოქტომბერი, 2025.

იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ ჩეხეთის ინიციატივაში უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყივდივ თაობაზე, ორჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში. ამის შესახებ Financial Times-ის იტყობინება.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა გამოცემას განუცხადა, რომ ინიციატივას ამჟამად ცხრა ქვეყანა აფინანსებს, შარშან მათი რაოდენობა 18 იყო. მან განაცხადა, რომ უკრაინა ამ მექანიზმის მეშვეობით იღებს მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალის ნახევარს. 2024 წლიდან პრაღამ კიევში ოთხ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას გაუწია კოორდინაცია.

დეკემბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბაბიშმა განაცხადა, რომ არ სურს, ჩეხეთის მოქალაქეებმა გადაიხადონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საფასური. Financial Times-თან საუბარში მან თქვა, რომ მთავრობა შეზღუდულ სახელმწიფო სახსრებს იყენებს ქვეყნის მოსახლეების მხარდასაჭერად, რომლებიც ირანთან კონფლიქტის შემდეგ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის წინაშე აღმოჩნდნენ.

ზოგიერთმა ქვეყანამ „უცნაურად“ მიიჩნია ინიციატივის დაფინანსების გაგრძელება ჩეხეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერის გარეშე, განუცხადა გამოცემას დასავლელმა ოფიციალურმა პირმა სამხედრო სფეროდან. გერმანია და რამდენიმე სკანდინავიური ქვეყანა რჩებიან პროექტის მონაწილეებს შორის.

კომპანია Czechoslovak Group-ის მფლობელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხალ სტრნადმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა დონორმა ქვეყანამ ჩეხური ინიციატივის გვერდის ავლით, პირდაპირ მწარმოებლებისგან დაიწყო საბრძოლო მასალის შეძენა. მისი თქმით, პროექტი „არ მომკვდარა“, თუმცა უფრო ნელა მუშაობს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG