Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა. საგარეო უწყებაში 27 მაისს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სამინისტროს პრესსამსახურმა.

„შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე" და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე“, - წერია სამინისტროს ვებგვერდზე.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით“. სხვა დეტალები უცნობია.

თბილისში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 25 მაისს შეხვედრები გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდნენ:

  • პიტერ ანდრეოლი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
  • ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი;
  • დელეგაციას თან ახლდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში 24 მაისს ეწვივნენ და 29 მაისს გაემგზავრებიან.

საელჩოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის გზაზე დასაყენებლად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG