ეს განაცხადა 31 მაისს აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა - იტყობინება სახელმწიფო მედია, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს.
„ჩვენ არ გვჯერა მტრის სიტყვებისა და დაპირებებისა. ჩვენი ერთადერთი კრიტერიუმია ხელშესახები შედეგების მიღწევა, სანამ სანაცვლოდ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ“, - თქვა მან ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ფიცის დადების შემდეგ მას მერე, რაც ის კვლავ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომში ცეცხლის შეწყვეტის მოქმედი შეთანხმების ფონზე პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ომის სრულად დასრულების მიზნით.
მედიის ცნობით, წინასწარი შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 60 დღით გახანგრძლივებას, იმ დროს, როდესაც ირანის ბირთვულ საქმიანობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„ნიუ იორკ ტაიმსის“ წყაროს თქმით, შეთანხმება ახლოსაა, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის ირანის უცხოეთში გაყინული სახსრების აღდგენა, კვლავ განხილვას საჭიროებს.
ფორუმი