ლიბიხს ბევრ დანაშაულში ედება ბრალი.
სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, მას გასაჩივრების უფლება აქვს.
2023 წელს, როდესაც ოფიციალური დოკუმენტებით ლიბიხი სვენის სახელით ცნობილი მამაკაცი იყო, მას 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სიძულვილისკენ წაქეზებისთვის, შეურაცხყოფისთვის, საკუთრების უკანონოდ ხელყოფისა და ცილისწამებისთვის.
2024 წლის აგვისტოში, გერმანიის ჰალეს რეგიონულმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. რეგიონულ სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი 2025 წლის მაისში არ დაკმაყოფილდა.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს გერმანიაში ამოქმედდა „თვითგამორკვევის შესახებ“ კანონი, რომელიც პირებს ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის ცვლილებების შეტანის უფლებას გამარტივებული წესით აძლევდა, ლიბიხმა კანონიერად შეიცვალა სქესი მამრობითიდან მდედრობითზე და მიიღო სახელი მარლა-სვენია.
ციხეების განაწილების რეგიონული წესების თანახმად, იგი ქემნიცის ქალთა ციხეში გადაყვანას მოითხოვდა.
ამას კრიტიკა მოჰყვა, ზოგიერთები ალაპარაკდნენ კანონის ტაქტიკურად ბოროტად გამოყენებაზე და გაფრთხილება გამოთქვეს კანონში შესაძლო „ხვრელების” არსებობაზე. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა საქმე კანონის ბოროტად გამოყენების პოტენციალის დასტურად შეაფასა.
ლიბიხი მიიმალა და 2025 წლის აგვისტოში ციხეში არ გამოცხადდა. ჩეხეთის პოლიციამ ის წელს გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში დააკავა.
18 მაისს პლზენში გამართული პირველი მოსმენის დროს ის ექსტრადიციის წინააღმდეგ გამოვიდა, რის მიზეზადაც დაასახელა შიში იმისა, რომ კაცების ციხეში მოათავსებდნენ.
ფორუმი