აშშ განიხილავს ნატოს წევრ კიდევ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობას. ამას გამოცემა Financial Times-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. მოლაპარაკებების პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
აშშ ამ გზით ცდილობს ევროპელი მოკავშირეების დარწმუნებას, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირება მათი უსაფრთხოების გარანტიებს არ შეასუსტებს.
პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები დაინტერესებული არიან, რომ თავიანთ ტერიტორიებზე განთავსდნენ ორმაგი დანიშნულების თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული საბრძოლო მასალებით დარტყმაც შეუძლიათ. ზოგადად, ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ ის ქვეყნები, რომელთა საზღვრებიც რუსეთთან ახლოსაა. ეს ინტერესი გააძლიერა უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ და პუტინის არაერთმა განცხადებამ რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ.
- 2026 წლის მაისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა 5000-ით შეამციროს გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი.
- მაისის მეორე ნახევარში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ ოთხიდან სამამდე შეამცირა ევროპაში თავისი საბრძოლო ბრიგადების რაოდენობა.
ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების პროგრამაში ამჟამად ჩართული არიან ბელგია, გერმანია, იტალია, ნიდერლანდი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. ბირთვულ საბრძოლო მასალებს ამერიკელი სამხედროები იცავენ და გამოყენების უფლებაც შეერთებულ შტატებს აქვს.
ევროპის თავდაცვამ და უსაფრთხოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ფორუმი