Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სპორტსმენებს ეროვნული დროშით გამოსვლის აკრძალვა ფარიკაობის ფედერაციამაც მოუხსნა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს 2 ივნისს მოუხსნა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული აკრძალვა, რომელიც ტურნირებში მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას ითვალისწინებდა
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს 2 ივნისს მოუხსნა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული აკრძალვა, რომელიც ტურნირებში მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას ითვალისწინებდა

რუსი სპორტსმენები რუსეთის დროშით და ჰიმნით ბრუნდებიან ფარიკაობის ტურნირებზე, რომლებსაც საერთაშორისო ფედერაცია ატარებს.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს მოუხსნა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული აკრძალვა. ისინი 2023 წლიდან საერთაშორისო შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდნენ.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2026 წლის 2 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლები ყველა ინდივიდუალურ და გუნდურ ტურნირში მონაწილეობას თავიანთი ქვეყნების ეროვნული სიმბოლიკით მიიღებენ, დაწყებული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც ივლისის ბოლოს ჰონ-კონგში გაიმართება.

  • მაისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს ბელარუსის სპორტსმენებისთვის ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის მოთხოვნის გაუქმებას.
  • ამ რეკომენდაციის შემდეგ ზოგიერთმა საერთაშორისო ფედერაციამ, მათ შორის ტანვარჯიშის და ჭიდაობის, თავისი დროშითა და ჰიმნით ასპარეზობის უფლება მისცა არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ რუსეთის სპორტსმენებსაც.
  • უფრო ადრე, 2026 წლის აპრილში რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს აკრძალვა მოუხსნა სპორტის საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციამ.
  • ფედერაციების გადაწყვეტილებებმა უკრაინის და მისი არაერთი ევროპელი მოკავშირის პროტესტი გამოიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG