Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროდუქტის გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი კაკაურიძე
გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ პროდუქტზე ფასების გაიაფება „ერთ თვეში ვერ მოხდება“. მან „TV პირველთან“ საუბრის დროს განმარტა, რომ ეს საკითხი ეროვნული ბანკის საქმეა და ამ ორგანოს მუშაობა „ძალიან წარმატებულად შეაფასა“.

"[პროდუქტების] გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეული მიმართულებებით მუშაობს როგორც მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ასევე პარლამენტის დასკვნა გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ის, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ფასების ზრდა, ეს მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილით არის გამოწვეული“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.

მაღალი ფასები

გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მიმდინარე წლის თებერვალში კი შეიქმნა დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი იყო. კომისიამ რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა, შეხვდა ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს.

კომისიამ რამდენიმე თვის შემდეგ დაადგინა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG