უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს უპასუხა პუტინს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ლიდერთან შეხვედრაში „აზრს ვერ ხედავს“.
„სამწუხაროდ, რუსეთის მხარე კვლავ ომს ირჩევს - ყველამ მოისმინა დღევანდელი პასუხი. სუსტი პასუხი. მას უბრალოდ არ სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრი იმედგაცრუებული დარჩა ამ პასუხით. მას არაფრის შეცვლა არ სურს და უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ მხოლოდ თავისი ომი მოსწონთ მხოლოდ თვითონ მას და იმათ, ვინც ამით ფულს შოულობს - დღეს ისინი ყველანი ღიმილის ხასიათზე იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „თვალი გადაავლო“ ზელენსკის წერილს, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა. პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის „აზრს ვერ ხედავს“ და რომ „ჯერ გამოსავალი უნდა მოიძებნოს“. ამასთან რუსეთის ლიდერმა კვლავ გაიმეორა, რომ უნდა მიმართონ არა წერილის ავტორებს, არამედ „ჩვენს მეომრებს“ და თქვა: „განაგრძეთ მუშაობა, ძმებო“.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა. წერილში უკრაინის პრეზიდენტი ნეიტრალურ ქვეყნებში შეხვედრის გამართვის წინადადებით გამოვიდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების დროს ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის და სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით „ყველა ყველაზე“. მან დასძინა, რომ დიპლომატიის ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს ფრონტის ხაზი.
ფორუმი