შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა ტერიტორიის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა - იუწყება "კრიმ-რეალიი".
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ზომები შემოღებულია უკრაინის არმიის მოქმედების გამო. ბოლო კვირებში რეგულარულად ვრცელდება ცნობები უკრაინის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე საბრძოლო ავტომობილებზე, რომლებიც მოძრაობენ "ნოვოროსიის" სახელით ცნობილ მაგისტრალზე - ეს გზა რუსეთს აკავშირებს ანექსირებულ ყირიმთან. რუსეთის ხელისუფლება ასევე იუწყება, რომ დონეცკის ოლქში დრონის შეტევის შედეგად დაიღუპა მოსკოვიდან სიმფეროპოლისკენ მიმავალი ავტობუსის რვა მგზავრი.
პასეჩნიკის ბრძანება მორიგი დასტურია იმისა, რომ დრონების თავდასხმების გამო რუსეთის ხელისუფლება ყირიმისკენ ავტომაგისტრალს აღარ მიიჩნევს უსაფრთხოდ. ეს უკვე აისახა ყირიმის საწვავით მომარაგებაზე - ნახევარკუნძულზე ამჟამად ბენზინი თავისუფლად არ იყიდება.
ფორუმი