Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ყველა უბნის შედეგები დათვალეს - ფაშინიანის პარტიას ხმების 49,81% აქვს

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს ჩატარდა
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს ჩატარდა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ეროვნულ კრებაში დეპუტატების უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პარტიიდან იქნება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 8 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა, 2005-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებს ეფუძნება:

  • პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ 49,81% აქვს(61 ადგილი)
  • 23,29%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პრორუსული ბლოკი „ძლიერი სომხეთი“(28 ადგილი).
  • 9,94% აქვს ბლოკს „სომხეთი“, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია(11 ადგილი).
  • ხმების 4% აქვს პრორუსული პოზიციის კიდევ ერთ პარტიას, „აყვავებული სომხეთი“(5 ადგილი).

უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 53 დეპუტატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის - 70.

წინასწარი შედეგებით, სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს(4% პარტიებისთვის და 8-10% ბლოკებისთვის მათი წევრი პარტიების რაოდენობის მიხედვით).

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა.

ამომრჩეველთა აქტივობა 58,97% იყო.

განახლება: 14 ივნისს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოქვეყნა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები. 105 მანდატი ასე განაწილდა:

  • პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ - 64;
  • ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 29;
  • ბლოკი „სომხეთი“ - 12.

საბოლოო შედეგების მიხედვით, პარლამენტს მიღმა დარჩა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG