Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 6 დემონსტრანტს უფორმდება საპროცესო შეთანხმება

8 ივნისის მონაცემებით, პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ საპროცესო შეთანხმებას, ჯამში, 21 დემონსტრანტს უფორმებს.
8 ივნისის მონაცემებით, პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ საპროცესო შეთანხმებას, ჯამში, 21 დემონსტრანტს უფორმებს.

პროკურატურა აგრძელებს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთათვის საპროცესო შეთანხმებების გაფორმებას.

ორშაბათს, 8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ საპროცესო შეთანხმება სურს კიდევ ექვს ბრალდებულს. ესენი არიან:

  • სერგო მეგრელიშვილი;
  • გიორგი რურუა;
  • გიორგი ქორქია;
  • ლაშა ივანაძე;
  • ლევან ჯიქია;
  • ხვიჩა გოგოხია.

პროკურატურის პირობა

პროკურატურასთან მათი შეთანხმების პირობა, - როგორც სხვების შემთხვევაში, - არის სამწლიანი პირობითი მსჯავრი, რის სანაცვლოდაც „აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოს ხდიან“.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე ბრალდებულები სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებიდან.

საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე 21 ბრალდებულს უფორმდება

მანამდე, 2 და 5 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომებზე საპროცესო შეთანხმების სურვილი დაადასტურეს ბრალდებულმა დემონსტრანტებმა:

  1. ალექსანდრე გოგოლაძემ;
  2. გოჩა ყატაშვილმა;
  3. სულხან ამბალავამ;
  4. რამაზ ჯორბენაძემ;
  5. ჯანრი თირქიამ;
  6. გენადი კეხილაშვილმა;
  7. დავით ღურწკაიამ;
  8. ევა შაშიაშვილმა;
  9. ალექსანდრე ხაბეიშვილმა;
  10. ბექა ქელეხსაშვილმა;
  11. გიორგი მულაძემ;
  12. მამუკა ლაბუჩიძემ;
  13. გურიელ ქარდავამ;
  14. თემურ ქურციკიძემ;
  15. ავთანდილ სურმანიძემ.

8 ივნისის მონაცემებით, პროკურატურა „4 ოქტომბრის საქმეზე“ საპროცესო შეთანხმებას, ჯამში, 21 დემონსტრანტს უფორმებს.

„ოთხი ოქტომბრის საქმეები“

ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული.

პროკურატურას ბრალდებულები ხუთ ჯგუფად ჰყავს დაყოფილი. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.

„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს.

პროკურატურისთვის ეს არის „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობის საქმე.

დაკავებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული. მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე, შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და მათთან ერთად ბრალდებულ ექვს ადამიანს - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება 2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:

  • პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
  • პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
  • თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
  • თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
  • ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG