Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა ოკუპირებული ყირიმისკენ, ნახევარკუნძულზე გამწვავდა საწვავის დეფიციტი

მანქანები საწვავის რიგში, ოკუპირებული ყირიმი, 2026 წლის 3 ივნისი
მანქანები საწვავის რიგში, ოკუპირებული ყირიმი, 2026 წლის 3 ივნისი

რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ოკუპირებული ყირიმისკენ მიმავალი მატარებლების რეისები მას მერე, რაც უკრაინის დრონმა ლოკომოტივი გამოიყვანა წყობიდან. ამით კიდევ უფრო გაუარესდა ვაჭრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ისედაც საწვავის ღრმა დეფიციტია.

8 ივნისის თავდასხმას რამდენიმე დღით უძღოდა წინ რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი შეზღუდვები კომერციულ და სამგზავრო ტრანსპორტზე, რეგიონისკენ მიმავალ მსხვილ მაგისტრალებზე.

უკრაინა კვირების განმავლობაში აწარმოებს კამპანიას საშუალო რადიუსის დრონებით, მისი სამიზნეა სატვირთო მანქანები, უწინარესად ბენზინისა და საწვავის გადამტანები ყირიმში.

ამ დარტყმების ფონია უკრაინის მიერ უფრო ფართოდ წარმოებული კამპანია რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების, მილსადენების და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ ფაქტორებმა ბენზინის მწვავე დეფიციტი გამოიწვია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე, რომლის ეკონომიკაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუს ტურისტებზე.

ყირიმი, რომლის ოკუპაცია და ანექსირებაც რუსეთმა 12 წლის წინ განახორციელა, რუსეთის ტერიტორიას უკავშირდება მილიარდობით დოლარის ღირებულების სამანქანო და სარკინიგზო ხიდით.

ეს ხიდი, რომელსაც ქერჩის ხიდის, ან ყირიმის ხიდის სახელებით იცნობენ, უკრაინის იერიშების სამიზნე გახდა 2022 წელს, რამაც რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახადა შეზღუდვები დაეწესებინა სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG