პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ სტარმერთან განიხილა. უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს 7 ივნისს, ლონდონში შეხვდა.
ზელენსკის თანახმად, ეს „რთული მომენტია“, განხილვა გრძელდება და სტარმერმა უთხრა, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავს.
უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა პრეზიდენტ პუტინთან კავშირების გამო.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აბრამოვიჩს მისცა „ჩელსის“ გაყიდვის უფლება. პირობა იყო, რომ თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომით დაზარალებულებს ეხმარებიან.
აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვით მიღებული 2.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი განთავდა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გაიყინა უკრაინაში დაზარალებულთათვის გამოყენების მიზნით, თუმცა ეს საკითხი იურიდიული დავის საგნად რჩება. აბრამოვიჩმა უარი თქვა ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტზე და სანაცვლოდ მოითხოვა მისი სხვა დაბლოკილი აქტივების გათავისუფლება.
ფორუმი