- ალექსანდრე გოგოლაძე
- გოჩა ყატაშვილი;
- სულხან ამბალავა;
- რამაზ ჯორბენაძე;
- ჯანრი თირქია;
- გენადი კეხილაშვილი;
- დავით ღურწკაია;
- ევა შაშიაშვილი
მათ აღიარეს ბრალი და განაცხადეს, რომ ინანიებენ ჩადენილს, რაც გახდა კიდეც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა.
არ აღიარებენ წარდგენილ ბრალს და საპროცესოს შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებენ და განაჩენს დაელოდებიან:
- დავით სტურუა;
- დავით ჟღენტი;
- ზაქრო ალბუთაშვილი;
- კახაბერ მჟავანაძე;
- გიორგი ჩახუნაშვილი;
- ია დარახველიძე;
- ალექსანდრე კოკაია.
დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების საფუძველია.
საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.
საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდადებულს, ისე პროკურორს.
რა პირობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 3 წლის ვადით პირობით მსჯავრზე და ბრალდებულები გათავისუფლდნენ სხდომათა დარბაზიდან. მათ საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სხდომას კი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია უძღვებოდა.
„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობაა. ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.
დაკავებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული. მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომელიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელთა საქმესაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავდა. კიდევ ორი დემონსტრანტი დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ესენი არიამ მამუკა ლაბუჩიძე და ვახტანგ ფიცხელაური. მათ გარდა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ:
ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს, თემურ ქურციკიძეს.
არ აღიარებენ წარდგენილ ბრალს და საპროცესოს შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებენ
- აბო ნავერიანი
- ანტონ უპერი
- ნანა სანდერი
- მარიამ მეყანწიშვილი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ "თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება", "ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება", - თქვა კობახიძემ.
"არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთ რამ აღარ განმეორდეს".
ფორუმი