Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის ახალი სანქციები მზადაა რუსეთის ენერგეტიკის, საბანკო სისტემების და მეთევზეობის წინააღმდეგ

 ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი (არქივი)
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი (არქივი)

ევროკომისია მზადაა, წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც მის ენერგეტიკულ სექტორს, ბანკებსა და ასევე, მეთევზეობას შეეხება. ინფორმაცია 9 ივნისს დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ყველაზე მაღალი ზემოქმედების მქონე სექტორებზე“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ევროკომისიის თავმჯდომარე თვლის, რომ ევროკავშირის სანქციები „ძლიერად მოქმედებს და ღრმა გავლენა აქვს. ისინი ასუსტებს რუსეთის საომარი აქტიურობის ეკონომიკურ საფუძვლებს“.

ადრე მედია იტყობინებოდა, რომ სანქციების ამ პაკეტის ზომები მიმართულია „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ, და სხვათა შორის ითვალისწინებს ასევე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემების სიის გაფართოებას და მათთვის სხვადასხვა მომსახურების, მათ შორის დაზღვევის, მიწოდების შეზღუდვას.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები წარმოადგენს ეკონომიკური, ინდივიდუალური და დიპლომატიური ზომების ერთობლიობას. ისინი ამოქმედდა თავდაპირველად, 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო. შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და მუდმივად განახლდება.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი აპრილის ბოლოს დაწესდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG