ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინული რაკეტებით FP-5 Flamingo ზუსტი დარტყმა იყო რუსეთის ქალაქ ჩებოქსარის სამხედრო ქარხანაზე, რომელიც ოკუპანტის არმიას უზრუნველყოფს დრონებისა და რაკეტების კომპონენტებით.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „კუიბიშევსკი", რომელიც ფრონტის ხაზიდან 900 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული და 700 კილომეტრის მანძილზე შეუტიეს ნავთობის ინფრასტრუქტურის ორ ობიექტსაც ვლადიმირის ოლქში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამდე რუსული და უკრაინული მედიასაშუალებები წერდნენ, რომ 10 ივნისს სარაკეტო შეტევა იყო რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარიში მდებარე ქარხანა „პროგრესზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას.
სამარის ოლქში უკრაინული დრონების სამიზნე იყო ქალაქ სამარის კუიბიშევის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის მფლობელია სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტი“.
რუსეთის ვლადიმირის ოლქში დრონებით დარტყმა იყო ნავთობის გადასაქაჩ სადგურზე „ვტოროვო".
რუსეთის ამ რეგიონების ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაკეტებით და დრონებით შეტევა დაადასტურა, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
- უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი