Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას FIDE-ს წევრობა შეუჩერეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტურნირების გამო

2018 წლიდან FIDE-ს პრეზიდენტია რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი.
2018 წლიდან FIDE-ს პრეზიდენტია რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ(FIDE) რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას წევრობა შეუჩერა მას შემდეგ, რაც მან არ შეასრულა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ტურნირების ჩატარება ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

  • CAS-ის მიერ 11 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას მსგავსი ტურნირების ჩატარება 90 დღის ვადაში უნდა შეეწყვიტა.
  • საარბიტრაჟო სასამართლოს უკრაინამ მიმართა მას შემდეგ, რაც 2024 წლის სექტემბერში FIDE-ს ეთიკის კომისიამ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციისთვის წევრობის შეჩერების ნაცვლად მისი 45 ათასი დოლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

მას შემდეგ, რაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დადგენილი 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ FIDE-ს აცნობა, რომ რუსეთს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია, 10 ივნისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საბჭომ რუსულ ფედერაციას წევრობა შეუჩერა დაკისრებული ვალდებულების შესრულებამდე.

რუს მოჭადრაკეებს ინდივიდუალურად ისევ აქვთ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება FIDE-ს მიერ დადგენილი პირობებით.

  • 2018 წლიდან FIDE-ს პრეზიდენტია რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე და რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი.
  • FIDE-ს საბჭოში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG