Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირჟაზე გაიტანეს ილონ მასკის SpaceX-ის სარეკორდო მოცულობის, 75 მლრდ დოლარის აქციები

SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვება. ფლორიდა, 21 მაისი, 2023.
SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვება. ფლორიდა, 21 მაისი, 2023.

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. IPO-ს ფარგლებში ბირჟაზე გაიტანეს 555,6 მილიონი ჩვეულებრივი აქცია თითო 135 დოლარად.

IPO-ს შემდეგ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

Reuters-ის ცნობით, SpaceX-ის IPO უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც 2019 წელს გავიდა ბირჟაზე.

SpaceX-ის აქციებით ვაჭრობა პარასკევს, 12 ივნისს, დაიწყება Nasdaq-ის ბირჟაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG