Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის თანახმად, რუსეთმა აშშ გააფრთხილა უკრაინაზე "ორეშნიკით" შესაძლო დარტყმის შესახებ

რუსეთის სარაკეტო კომპლექსი "ორეშნიკი" ბელარუსის ტერიტორიაზე.
რუსეთის სარაკეტო კომპლექსი "ორეშნიკი" ბელარუსის ტერიტორიაზე.

რუსეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა უკრაინაზე რაკეტა „ორეშნიკით“ დარტყმის შესახებ 11-14 ივნისს. ამის თაობაზე წყაროზე დაყრდნობით წერენ მედიასაშუალებები „ზერკალო ნედელი“ და „რბკ-უკრაინა“.

მედიის მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინა დარტყმის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. „რბკ-უკრაინა“ აღნიშნავს, რომ გამოქვეყნების მომენტისთვის კიევში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გაფრთხილებები არ გაუვრცელებია.

პარასკევს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ 24 საათის განმავლობაში „არსებობს დიდი ალბათობა“, რომ რუსეთის ძალებმა „კაპუსტინ-იარის“ პოლიგონიდან საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენონ.

ომის დაწყებიდან რუსმა სამხედროებმა სამჯერ გამოიყენეს „ორეშნიკი“. ბოლო დარტყმა 24 მაისს მოხდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო კიევის ოლქში მდებარე ქალაქი ბილა ცერკვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემდგომში განაცხადა, რომ სამხედროებმა დაარტყეს „ფარდულს“, რათა ენახათ, როგორ ჩამოვარდებოდა ბლოკები“. მან განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო „იარაღის მომავალი გამოყენებისთვის“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG