Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა 2,399 მილიონ ადამიანამდე გაზარდა

რუსეთის არმიის სარეკლამო ბროშურები. ყაზანი, 4 ივლისი, 2023.
რუსეთის არმიის სარეკლამო ბროშურები. ყაზანი, 4 ივლისი, 2023.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის არმიის საშტატო შემადგენლობა 2,399 მილიონ ადამიანამდე გაზარდა. ეს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებიდან გამომდინარეობს. დოკუმენტის თანახმად, შეიარაღებული ძალების საერთო შტატიდან 1,51 მილიონი სამხედრო მოსამსახურე იქნება.

გარდა ამისა, 12 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომში 700 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.

ეს წლის დასაწყისიდან რუსი ჯარისკაცების რაოდენობის მეორე ზრდაა - მარტში პუტინმა ეს მაჩვენებელი 1,502 მილიონი ადამიანით განსაზღვრა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთის არმიის შემადგენლობა ერთ მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენდა.

ივნისის დამდეგს უფლებადამცველი პროექტის, „შკოლა პრიზივნიკას“ ცნობით, სამხედრო აღრიცხვის რეესტრში ახლა გაჩნდა რუსეთის მოქალაქეების რეალური საცხოვრებელი მისამართები და არა ის, სადაც არიან ჩაწერილი. „სამხედრო კომისარიატებისგან დამალვა სულ უფრო რთული ხდება“, წერენ ადამიანის უფლებათა დამცველები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG