Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში 6 ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს „ოპერაცია პუშკინის“ საქმეზე

საფრანგეთში სასამართლომ საქართველოს ექვს მოქალაქეს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა იშვიათი რუსული წიგნების ქურდობის საქმეზე
საფრანგეთში სასამართლომ საქართველოს ექვს მოქალაქეს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა იშვიათი რუსული წიგნების ქურდობის საქმეზე

პარიზის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს ექვსი ექვსი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებოდათ რუსული წიგნების ქურდობა ევროპაში.

ექვსი ადამიანიდან ორს განაჩენი დაუსწრებლად მიუსაჯეს. დანარჩენები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

ინფორმაცია 13 ივნისს გაავრცელმა ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Monde-მ.

განაჩენის თანახმად, ქურდებმა მილიონობით დოლარის ღირებულების იშვიათი რუსული კლასიკური ნაწარმოებები მოიპარეს, მათ შორის მე-19 საუკუნის გამორჩეული რუსი მწერლების, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლაი გოგოლისა და მიხაილ ლერმონტოვის ნაწარმოებები.

ექვსი ბრალდებული - ხუთი კაცი და ერთი ქალი - წუხელ დამნაშავედ ცნეს დანაშაულის განზრახ ჩადენაში.

ყველაზე ხანგრძლივი განაჩენი გამოუტანეს 50 წლის მიხეილ ზამთარაძეს, - მას 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ერთ-ერთს, 49 წლის ბექა ცირეკიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ორივე მათგანი უკვე დაკავებული იყო სხვა ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისთვის - ისინი საფრანგეთს დროებით გადასცეს სასამართლოში მონაწილეობისთვის.

  • ქართველი წიგნის ქურდების მიერ ევროპული ბიბლიოთეკების ძარცვის ამბავმა დასავლური მედიის ყურადღება 2024 წელს მიიპყრო - თავად წიგნის ქურდობები 2022 წლიდან იწყება.
  • გამოძიების მასალების მიხედვით, მოპარულია რამდენიმე მილიონის ღირებულების რარიტეტული გამოცემები, მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნაპოვნი.
  • საფრანგეთი წიგნის ქურდობის საქმეს რამდენიმე წელი იძიებდა - გამოძიების ვერსიით, მუშაობდა „ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფი“;
  • რარიტეტული წიგნების ქუდების სამიზნე საფრანგეთში გახდა ლიონის ბიბლიოთეკა, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკა და ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პარიზში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG